en
ge

სსო–ები: „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს“

სსო–ები: „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს“

თბილისი. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე“, ნათქვამია სსო–ების განცხადებაში. 

"საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით. ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე. 

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე - მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს - კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში. 

სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება.

სრულად... 

წყარო: ღია საზოგადოების ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023