სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) გიწვევთ ფორუმზე „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელიც გაიმართება 2023 წლის 26 სექტემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში (მისამართი: 26 მაისის მოედანი N1).
ფორუმის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა. რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.
თუ ხართ დაინტერესებული ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ არსებული გამოცდილების გაცნობით როგორც მუნიციპალიტეტების, ისე დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და გსურთ მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე, დარეგისტრირდით ბმულზე: https://shorturl.at/EHY27 ფორუმზე რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 17 სექტემბერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა მოხდება მუნიციპალიტეტების, საქმიანობის სფეროს და მოტივაციის მიხედვით. შერჩეულ მონაწილეები ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ დეტალურ დღის წესრიგს და დასტურს ღონისძიებაზე დასწრების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების ფარგლებში, ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) უნდა უზრუნველყოს უშუალოდ მონაწილემ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს: თათა ბოჭორიშვილი, 598743512 ელ. ფოსტა: tamar@civilin.org
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)