en
ge

ტრენინგების მეორე ციკლი საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის

ტრენინგების მეორე ციკლი საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, განაახლა ტრენინგები საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ჩოხატაური, მარნეული, დმანისი).

ტრენინგები,1 და 5 სექტემბერს, გაიმართა ჩოხატაურსა და ბათუმში, ხოლო 8 და 11 სექტემბერს გაიმართება დმანისსა და მარნეულში. ტრენინგები შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს: საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილებები, საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება და ამომრჩეველთან კომუნიკაცია, საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების ინოვაციური მექანიზმები. 

ტრენინგებს უძღვება კოკა კიღურაძე.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)