თბილისი. ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საქართველოსთვის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ აწყობს საჯარო ღონისძიებას: „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის!“.
შეხვედრა გაიმართება: 7 სექტემბერს, 19:00-21:00 საათზე, სასტუმრო “სტამბას” ამფითეატრში (მერაბ კოსტავას 14).
„საქართველოს ევროპული ორბიტა” ახალი საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც ქმნის სივრცეს მათთვის, ვისაც სწამს საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის არსებული გამოწვევები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობად აქციოს.
წყარო: საქართველოს ევროპული ორბიტა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)