აჭარა.მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი პროცესების თვითშეფასების ფოკუს ჯგუფის მონაწილე, ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი, პროექტის – „ბათუმის ურბანული დღის წესრიგის“ ავტორი, მარიამ მორჩაძე გვიზიარებს თავის შეხედულებას ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ და ამ პროცესებში მუნიციპალიტეტის როლზე.
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ერთი მხრივ, ადგილობრივი მთავრობისთვის მოქალაქეების ნდობის მოპოვებისა და მისი შენარჩუნებისთვის, მეორე მხრივ კი, თავად მოქალაქეებისთვის ქალაქის მიმართ კუთვნილების განცდისთვის მნიშვნელოვანია.
ამისთვის მუნიციპალიტეტი, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა მონაწილეობითი მიდგომის დანერგვას, მით უმეტეს, როცა ჩვენს გარშემო სწრაფად ვითარდება და იცვლება ყველაფერი, მართვის ფორმა ხდება უფრო ინოვაციური და თანამედროვე.
მუნიციპალიტეტი პერიოდულად უნდა აფასებდეს თუ როგორ ხორციელდება მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესი თემში, რათა შეინარჩუნოს განვითარების სწორი ხედვა და სტრატეგია. დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირი კი, დაეხმარება მუნიციპალიტეტს, რომ შეფასების პროცესი ინკლუზიური და დემოკრატიული გახადოს, რაც მართვის ეფექტურობის ხარისხზე გავლენას ახდენს“.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ოთხ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, დმანისში, ბათუმსა და ჩოხატაურში დაიწყო მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აღნიშნული ფოკუს ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აქტივისტები, მოქალაქეები.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)