en
ge

საია შუახევჰესთან დაკავშირებით

საია შუახევჰესთან დაკავშირებით

აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხება შუახევჰესის მდგომარეობას.

 „სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ჰესი არის დაზიანებული და მისი ფუნქციონირება საფრთხისშემცველია. ჰესის გახსნიდან დღემდე რამდენჯერმე უკვე დაზიანდა ჰესის სხვადასხვა ნაწილები და ამის მიუხედავად, ჰესი კვლავ ფუნქციონირებს“. საია უკვე წლებია იცავს იმ ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში, რომლებმაც დაიწყეს სასამართლოში დავა შუახევ ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით. დავის დაწყებიდან დღემდე გასულია 9 წელი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საქმის განხილვა სასამართლოში.

 „საია მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ჰესის ამჟამინდელი მდგომარეობა და მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჰესის ამ პირობებში ფუნქციონირებას“. 

სრულად... 

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)