თბილისი. 6 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ხუთმა დეპუტატმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტები, „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა” და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელთა მიღების შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ შეიცვლება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დაკომპლექტების წესი.
სამართლიანი არჩევნები ინიცირებული ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„ინიციირებული ცვლილებები არსებითად არ აგვარებს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ პრობლემებს, კერძოდ, ცესკოს წევრობის/თავმჯდომარეობის კანდიდატებს, წინა ცვლილებებით მიღებული წესის მსგავსად, კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა.
(...) შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის დასკვნები, ასევე, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის რეკომენდაცია და ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეუსაბამოს 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებულ პრინციპებს“.
წყარო: სამართლიანი არჩევნები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)