en
ge

მონაწილეობა და თვითმმართველობა

მონაწილეობა და თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი პროცესების თვითშეფასების ფოკუს ჯგუფის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი, აზა გაბუნია, გვიზიარებს თავის შეხედულებას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ და ამ პროცესებში მუნიციპალიტეტის როლზე.

„მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფოკუს–ჯგუფები და შეხვედრები, რომლებიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მოისმინონ მოქალაქეთა განსხვავებული მოსაზრებები, საჭიროებები და რეკომენდაციები. ყოველივე მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლებს დაეხმარებათ დამკვირვებლის თვალით შეაფასონ საქმიანობა. მეორე მხრივ კი, დაფიქრდნენ, როგორ აღასრულონ უფრო ეფექტურად თვითმმართველობის კოდექსი. რომელიც მუნიციპალიტეტს ავალდებულებს შექმნას მოქალაქეთა მონაწილეობის პირობები და ასევე, შეიმუშაოს მონაწილეობის ახალი და ეფექტური მექანიზმები, რათა სამომავლოდ უზრუნველყონ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ოთხ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, დმანისში, ბათუმსა და ჩოხატაურში ახორციელებს მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვას სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აღნიშნული ფოკუს ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აქტივისტები, მოქალაქეები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023