თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა, როგორც ერთობის, თანადგომისა და თანამშრომლობის სიმბოლო.
უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით.
რა არის უკრაინული სახლი?
1.25,000 უკრაინელის ხელშეწყობა, რომელთაც ომის დროს საქართველოს შეაფარეს თავი.
2.მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ორგანიზაციისა და მოხალისეობრივი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.
3.ინფორმაციის ჰაბი უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ.
4.შეხვედრებისა და ღონისძიებების ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გაღრმავებას.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)