ქვემო ქართლი. მარნეულის სათემო ორგანიზაცია „სოფოჰოლისს“ ახალი ბიბლიოთეკა აქვს. იგი გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით აღიჭურვა.
ბიბლიოთეკა მარნეულში მცხოვრებ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს აქტიურად ჩაერთონ სოციალურ ცხოვრებაში.
ბიბლიოთეკაში უკვე გაიმართა პირველი თემატური სემინარი ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის საკითხებზე. ახალგაზრდებმა იმსჯელეს საკუთარ როლზე თანაბარი საზოგადოების მშენებლობის პროცესში და განათლების უფლებაზე ყველასათვის.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)