თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ „იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს“.
საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IDFI მიიჩნევს, რომ „ოთარ ფარცხალაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის მოთხოვნებს. ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა ან/და გააკეთოს შესაბამისი განმარტება“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)