თბილისი. გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნები და საია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „სამართლებრივი განმარტებები ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხებზე“.
„სებ-ის მხრიდან ბრძანებაში ცვლილების შეტანის დრო და გარემოებები აჩენს დასაბუთებულ საფუძველს, რომ ეს სწორედ ერთი პირის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს ემსახურება, რაც მიუღებელი და შეუთავსებელია კონსტიტუციურ წესრიგთან. ნებისმიერ კონტექსტში მის მიმართ საქართველოს მოქალაქისთვის განკუთვნილი იურიდიული გარანტიების კუთხით აპელირება მოკლებულია საფუძველს. ის ფაქტი, რომ ფორმალურად იგი ჯერ კიდევ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, კანონის დარღვევას წარმოადგენს“., ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)