en
ge

„მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

აჭარა. 14 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პროექტის  „მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" დეტალები გააცნო.  პროექტში ჩართულია საქართველოს 11 ქალაქი, რომელთა მაცხოვრებლები – აქტიური მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები – შეეცდებიან, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.
პროექტი მიზანი არჩევნები კოორდინირებულად გაშუქდეს. პროექტის ფარგლებში დაიწერება და გამოქვეყნდება 110 სტატია, მომზადდება 3 სიღრმისეული რეპორტაჟი, 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. შეიქმნება 5 ტრენინგ-მოდული და ჩატარდება ტრენინგები პროექტში მონაწილე 22 პროფესიონალი ჟურნალისტისთვის.
პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული ერების დემოკრატიული ფონდის მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)