თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს მიმართავენ. მასში ნათქვამია, რომ ევროპას ქართველი ხალხის გულსა და მისწრაფებებში საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ის საქართველოს ისტორიულ არჩევანს და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
„(...) მოცემულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებია. ამ დროს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას“.
წყარო: grass.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)