იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახალგაზრდული კომპონენტის მიზნების, ამოცანების, ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
პრეზენტაცია ორგანიზებული იქნა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)