სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმის – e-learning.ge კურსდამთავრებულები საზოგადოებას უზიარებენ რა გამოცდილება და ცოდნა მიიღეს სწავლებისას.
მარიამ ანსიანი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის საბაკალავრო პროგრამის, ასევე ბერლინის სამართლისა და ეკონომიკის სკოლის (HWR Berlin) სტუდენტია. იგი ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ახალგაზრდული გუნდის წევრია.
მარიამი მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებით მდებარე ერთ–ერთი თემიდანაა და შესაბამისად, მისთვის ნაცნობია ადგილობრივი მოსახლეობის, მოწყვლადი ჯგუფების საჭირობები, ამიტომ მის ინტერესის საგანს წარმოადგენს მუნიციპალური პრობლემების ადვოკატირება. შესაბაბმისად, ცდილობს ამ მიმართულებით რესურსების მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებას, აინტერესებს სიახლეები თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს მოქალაქე ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცეში და გახდეს პოლიტიკის თანაშემქნელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის გახსორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორად დაგეგმვა, შემუშავება, დამტკიცება და შემდგო მონიტორინგი. ამიტომ მარიამმა გადაწყვიტა მონაწილეობითი ბიუჯეტირების სასწავლო კურსი გაევლო, რათა პრაქტიკული ცოდნა მიეღო ბიუჯეტის ფორმირების ეტაპებზე და პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებით მექანიზმებზე.
„ვფიქრობ, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი და მივიღე პრაქტიკული ცოდნა ადგილობრივი განვითარების, განსაკუთრებით ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებზე“, ამბობს მარიამი.
იგი არ მალავს, რომ კურსის დაწყებამდე ონლაინ სწავლების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლის, რომ ონლაინ სასწავლო კურსების სიმრავლე მათ ხარისხს არ განაპირობებს. „ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სასწავლო კურსს“, აღნიშნავს მარიამი და დასძენს, რომ კურსი „კარგად იყო ორგანიზებული, სასწავლო გეგმა კარგად გაწერილი, შეფასების სისტემა სამართლიანი და გამჭვირვალე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეზეა მორგებული სწავლების განრიგი, რაც იმას ნიშნავს, რომ სალექციო კურსის მოსმენა ყველგან და ყოველვთვის შეგიძლია“.
მარიამი ამბობს, რომ კურსი და მიღებული ცოდნა, შესაძლოა, მისთვის არაერთი პროექტის წამოწყების ინსპირაციის საგანი გახდეს მომავალში. ამ ეტაპზე სწავლას გერმანიაში აგრძელებს და ონლაინ კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მიეცა, თუმცა მიღებული ცოდნის გამრავალფეროვნებასა და გავრცობას გეგმავს, სანამ მათ პრაქტიკაში გამოყენებას დაიწყებს.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ ონლაინ სასწავლო პროგრამა USAID–ისადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ის მხარდაჭერით წარიმართა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)