სამეგრელო. 3 ივნისს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული
ცენტრის „ორტუსის" ორგანიზებით
მოეწყო ინტელექტუალური
თამაში „რა? სად? როდის?" ღონისძიებაში
მონაწილეობდა
ზუგდიდის რაიონის რვა საჯარო სკოლის გუნდი. გამოვლინდნენ
გამარჯვებულები, თითოეულ გუნდს გადაეცა დიპლომი თამაშში აქტიური მონაწილეობისათვის, მესამე
და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ ხარისხის დიპლომი და ვეფხისტყაოსანი, ხოლო პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა - დიპლომთან და წიგნთან ერთად მიიღო სიმბოლური საჩუქარი - ბუ. ღონისძიება
ჩატარდა პროექტის – „ეროვნული
ინტეგრაციის
გაძლიერება
საქართველოში" – ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს
საქართველოს
გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული
შტატების საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში