en
ge

კოალიციის ხედვა მართლმსაჯულების რეფორმაზე

კოალიციის ხედვა მართლმსაჯულების რეფორმაზე

თბილისი.დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციამ მართლმსაჯულების რეფორმის ხედვა წარადგინა.

მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების მიზნით, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

პირველი საფეხური: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება საპარლამენტო/საგამოძიებო კომისიამ, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით, სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/კლანური და პოლიტიკური გავლენების მასშტაბი, ასევე კორუფციის დონე.

მეორე საფეხური: სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის მასშტაბის შეფასების შემდგომ, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მესამე საფეხური: სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია 

სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. იმპლემენტაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური“. 

სრულად... 

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)