ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პუბლიკაციას ავრცელებს, სადაც განხილულია „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება ორი ქულით შემცირდა, თუმცა ქვეყანა ინარჩუნებს თავისუფალ სტატუსს. ანგარიშის თანახმად,
„ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელმა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ინტერნეტ სერვის პროვაიდერებს 480-მდე ვებგვერდის დაბლოკვა მოსთხოვა. ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ვებგვერდების დაბლოკვის მკაფიო პროცედურები.
გარდა ამისა, ვებგვერდების დაბლოკვის სტატისტიკას პროაქტიულად არ აქვეყნებს არც კომუნიკაციების კომისია, არც ინტერნეტ სერვის პროვაიდერები და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები“, ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)