სამცხე–ჯავახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატ მესხთა
კავშირის" სამი სამართლებრივი ცენტრი
ამოქმედდა. აღნიშნული ხორციელდება პროექტის „უფლებების ადვოკატირებისათვის
სამცხე–ჯავახეთში" – ფარგლებში და ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას სთავაზობს უფასო დ სამართლებრივ კონსულტაციებს,
წერილების და განცხადებების მომზადებას სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად,
ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადებას, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე
სერთიფიცირებული იურისტის, უფასო წარმომადგენლობას სასამართლოში და საჯარო
სამსახურებში, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებს.
არასამთავრობო
ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი" აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე აშშ–ს განვითარების
სააგენტოსთან და შვედეთის საალჩოსთან თანამშრომლობით.
წყარო:
ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში