თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესს ეხმიანება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით „მიზნად ისახავს სკოლის დირექტორთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევას და საარჩევნო მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებას.
(...) უკონკურენტო გარემოში სკოლის დირექტორთა კანდიდატების წარდგენის მიმდინარე პროცესი აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ ხელისუფლების სავარაუდო მიზანი მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი სკოლის დირექტორების გამწესებაა, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად შეძლოს. დირექტორთა კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი მათი კომპეტენცია და კვალიფიკაცია უნდა იყოს და არა მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)