თბილისი. 8 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის რიგით მე-12 ფორუმი გაიმართება, სადაც საუკეთესო საწარმო დასახელდება.
ჟიურის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნომინაციის ფინალისტები არიან – „თავისუფალი სივრცე“, „ედენა“ და „იკორთა“.
სწორედ ამ სამი ნომინანტიდან შეირჩევა გამარჯვებული – სოციალური საწარმო 2023–ის ტიტულის მფლობელი, ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და საქმიანი კავშირების გაძლიერება სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის.
ფორუმს სოციალურ საწარმოთა ალიანსი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მართავს პროექტის – „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების“ ფარგლებში.
წყარო: სოციალურ საწარმოთა ალიანსი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)