თბილისი.26 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“.
ფორუმის მიზანი იყო მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.
ფორუმი რამდენიმე პანელს მოიცავდა:
1.მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალური და დამატებითი მექანიზმები;
2.ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში – გამოწვევები და წარმატებული მაგალითები;
3.დისკუსია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და არსებულ მექანიზმებზე. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხებზე.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ორგანიზებული ფორუმი დონორთა პანელით დასრულდა, სადაც საუბარი შეეხო იმ პროგრამებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული საერთაშორისო ფონდი „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World).
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)