სამეგრელო. 4 ივნისს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრების ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველ ოჯახებში. აქციის ფარგლებში ანაკლიაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საკვები პროდუქტები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელებიც თვითონ ახალგაზრდებმა შეაგროვეს დიდი მონდომებით.საქველმოქმედო აქცია ჩატარდა პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყაროორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში