თბილისი. კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის ახალგაზრდა კლიმატის ელჩები, ეკო-ლიდერები, აგრარული სკოლის მოსწავლეები და მწვანე სტიპენდიანტები ახალგაზრდულ ფორუმზე შეიკრიბნენ და გარემოსა და კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრეს.
ახალგაზრდებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პროფესიული უნარების გაუმჯობესების, დეფიციტური პროფესიის მქონე ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნისა და მწვანე ინოვაციური კვლევითი პროექტების აუცილებლობის შესახებ იმსჯელა.
ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზატორია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა, კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)