თბილისი. ონლაინ ვებინარი: „ „ომის კვალდაკვალ: გეოპოლიტიკის ცვლილებები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“.
ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და Northwestern University-ის ერთობლივი ღონისძიებაა.
ღონისძიების მთავარ საკითხს წარმოადგენდა ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარეობს. ღონისძიების სპიკერთა შორის იყვნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ სუნი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, ამჟამად ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ კაუზლარიჩი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოლგა კამენჩუკი. შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)