იმერეთი. 21-23 და
28-30 ივნისს, „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში განხორციელდება გაცვლითი პროგრამა ქუთაისის და ახალქალაქის ახალაგზრდული ცენტრების მონაწილეობით. გაცვლითი პროგრამის მიზანია ქუთაისში და
ახალქალაქში დაფუძნებული ახალგაზრდული ცენტრების დაახლოება, გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სათემო ღონისძიებების და
საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვა, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, ახლგაზრდებს შორის დიალოგის გამართვა მათთვის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონების ტრადიციების და
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ცენტრის 7 აქტიური წევრი ახალქალაქიდან და
7 ქუთაისიდან. ასევე ახალგაზრდული ცენტრების კოორდინატორები, როგორც ქუთაისიდან, ასევე ახალქალაქიდან, თუმცა ადგილზე რეგიონების მიხედვით მასში გაცილებით მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული.
წყარო:ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ
ქსელში