თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ეხმიანება საკანონმდებლო ცვლილების მიღების პროცესს.
ცვლილების მიხედვით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭება სიძულვილის ენის გამოყენებაზე, აგრეთვე უხამსობის შემცველ პროგრამებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება.
„აღნიშნული ცვლილებები საგანგაშოა მედიის თავისუფლების ისედაც სავალალო მდგომარეობის ფონზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოების შიშებს ხელისუფლების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით- მაქსიმალურად შეზღუდოს განსხვავებული აზრის გავრცელება ქვეყანაში.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)