en
ge

კონფერენცია: „სამოქალაქო საზოგადოების სივრცე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“

კონფერენცია: „სამოქალაქო საზოგადოების სივრცე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“

თბილისი. 10 ოქტომბერს, თბილისში, ამ სახელწოდებით გაიმართა საჯარო ჰიბრიდული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) და არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL).

ღონისძიება გახსნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობსი ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკოლას სენდროვიჩმა, რომელმაც ისაუბრა სამოქალაქო სივრცის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის ევროკავშირისკენ გზის გაკვლევის ამ მნიშვნელოვან პროცესში. სიტყვით მიმართეს ღონისძიების სტუმრებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა და არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის წარმომადგენელმაც.

კონფერენციის პირველი, უცხოენოვანი, პანელი შედგებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებებსა და რეგიონში დღეისათვის არსებულ გამოწვევებზე. მეორე, ქართულენოვანი პანელის დისკუსია კი შედგა საიას, დემოკრატიის დამცველების, ECNL-ისა და OGP -ის წარმომადგენლის, აღმოსავლეთ პარტნიორობა/ევროკავშირი მთლიანობისთვის პროგრამის ლიდერის მონაწილეობით.

ღონისძიების ფარგლებში გაანალიზდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს; გაზიარდა სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და ამ პროცესის პრევენციისთვის რეგიონის მასშტაბით არსებული გამოცდილება; ასევე შედგა მსჯელობა პრიორიტეტებისა და მომდევნო ნაბიჯების შესახებ, საქართველოში გარემოს გაუმჯობესებისათვის.

კონფერენცია სსო მეტრის პროექტის ნაწილია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გარემოს იკვლევს და 11 უფლებრივი სტანდარტით აფასებს.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციების მიერ ECNL – ის ხელმღვანელობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)