თბილისი.სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს უსაფრთხოების სექტორში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი გაანალიზა და ახალი დოკუმენტი წარმოადგინა – „არა (საჯარო) ინფორმაცია - სახელმწიფო უწყებების გაუარესებული ანგარიშვალდებულება“.
„სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების ხარისხი გაუარესდა. გამოიკვეთა ისეთი ტენდენცია, როგორიცაა უწყებების მიერ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლების გაფართოება, მათ შორის ცალსახად სტატისტიკური მონაცემების მოქცევა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციათა კატეგორიაში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)