თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დაფინანსებით, ახალ პროექტს "სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ებისა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით" იწყებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ ადგილობრივ განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დახურული საგრანტო კონკურსის შედეგად, გასცემს მცირე გრანტებს რეგიონებში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და არაფორმალურ საინიციატივო ჯგუფებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მათ გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)