თბილისი.საქართველოს სხვადასხვა სექტორის 600-ზე მეტი წარმომადგენელი, სოციალური საწარმოების გამოფენაზე შეიკრიბა, რომელიც საქართველოს სტრატეგული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ევროკავშირის მხარდაჭერით გამართა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციასა და მომსახურებას. ღონისძიების ფარგლებში, 100-მდე ორგანიზაციის ჩართულობით, სოციალურ მეწარმეებთან 150-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დაიგეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვასა და მდგრადი დადებითი გავლენის შექმნას როგორც სოციალურ, ასევე გარემოსდაცვით სფეროებში.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)