შიდა ქართლი. სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“, რეგიონებში დაბალი საარჩევნო ბარიერის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიას მართავს.
კასპის მუნიციპალიტეტში პროექტი 5 ნოემბერს დაიწყება და 4 კვირის განმავლობაში ყოველ კვირას სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. „ტალღის“ ადგილობრივი პარტნიორია სათემო ორგანიზაცია „კომლი“. პროექტის მონაწილეები მოუსმენენ სპიკერებს არჩევნების, საარჩევნო სისტემების და 2%-იანი საარჩევნო ბარიერის შესახებ, თავად დაგეგმავენ და ჩაატარებენ „იმიტირებულ არჩევნებს“, პრაქტიკული მაგალითებით მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების და დემოკრატიის მუშაობის პრინციპების შესახებ. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC-ს მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.
წყარო: დაწიე ბარიერი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)