თბილისი.კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება გოგა რაზმაძის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით „შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე მკვიდრდება არასწორი პრაქტიკა, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას.“
მოვუწოდებთ სახალხო დამცველს „იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი გადაანაწილოს იმგვარად, რომ დასაქმებული არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დამსაქმებელთან შედარებით და გულისხმიერებითა და გულმოდგინებით მოეკიდოს თითოეული დასაქმებულის საქმეს.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)