თბილისი.კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში, პოლონური ორგანიზაცია „Shipyard”-ის ექსპერტებთან ერთად, ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა „სოციალური ინოვაციები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.
შეხვედრა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური ინოვაციის არსი, კონცეფცია და მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში; სოციალური ინოვაციების განხორციელების ციკლი და მასშტაბირება; ორგანიზაციის შიგნით სოციალური ინოვაციების აღმოჩენა, მხარდაჭერის მექანიზმები და დაფინანსების შესაძლებლობები;
სამუშაო შეხვედრა ტარდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.
წყარო: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)