თბილისი. სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ და სათემო განვითარების ცენტრი რამდენიმე თვეა „ანდრონიკაანთ უბანს“ იკვლევენ.
«ანდრონიკაანთ უბანი» სოფელ ნუკრიანში მდებარეობს და ის არქიტექტურულად გამორჩეული განაშენიანების ქუჩაა: ვინ აშენებდა ამ დღემდე დიდებული იერის მქონე სახლებს? ვინ ცხოვრობდა აქ და რა ბედი ეწიათ მათ. რა აწუხებთ დღეს უბნის მაცხოვრებლებს და როგორ ცდილობენ იზრუნონ იმ მემკვიდრეობაზე, სახლებისა და მეხსიერების სახით რომ ერგოთ მამა-პაპისგან. როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ უბნის იერსახის შენარჩუნებაზე? სამუშაო პროცესი სწორედ ამ შეკითხვების გარშემო ტრიალებს. ე.წ. «ანდრონიკაანთ უბანში» თითოეული სახლი თავის ამბავს ჰყვება, ხოლო უბანი მთლიანობაში, სიღნაღის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც შესწავლას, დაწერას და ზრუნვას საჭიროებს.
პროექტის მხარდასაჭერად 24 ნოემბერს, გაიმართება ანა მარგველაშვილის ნახატების სერიის „მარგვიკეთში“ – გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხა ე.წ. „ანდრონიკაანთ უბნის“ კვლევას მოხმარდება. არ გამოტოვოთ, გელოდებიან «მარგვიკეთში»!
24 ნოემბერს, 16 საათიდან. მისამართი: თბილისი, ოთარ ჩხეიძის 5, ე.წ. შანხაის უბანი, საბურთალოზე.
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)