ქვემო ქართლი. 1, 2 და 3 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქას“ ორგანიზებით ბოლნისის #1, მარნეულის #6 და რუსთავის #4 საჯარო სკოლებში გაიმართა სესიები "ფინანსური განათლება მოსწავლეებისთვის", რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) მოწვეული სპიკერები.
მათ ისაუბრეს ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ბიუჯეტირება, დანაზოგი, დივერსიფიკაცია და ა.შ. სესიის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სტიკერები.
სესიები განხორციელდა „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისა“ და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაცია „სიქა“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)