თბილისი.სახელმწიფო სერვისები თანაბრად უნდა იყოს მისაწვდომი ყველასთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. სწორედ ამ მიზნით ცხრამეტი სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომელმა გაიარა სასწავლო პროგრამა „სერვისის მიწოდებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტი “ საჯარო მოხელეები, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, გაეცნენ ინკლუზიური კომუნიკაციის საფუძვლებსა და შშმ პირებისთვის სერვისების გაწევის ეთიკის ნორმებს.
ინციატივა ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)