თბილისი.გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) 43-ე პლენარულ ასამბლეაზე დასასწრებად, თბილისს გაეროს 36 ასოციაციის წარმომადგენელი ეწვია. ასამბლეის წამყვანი თემაა "ერთად - შედეგისათვის".
ასამბლეის ფარგლებში დელეგატებმა იმსჯელეს ფედერაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების გეგმის შესახებ.
გაეროს ასოციაციების მსოფლიო ორგანიზაცია (WFUNA) წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელშიც 100-ზე მეტ გაეროს ასოციაციას აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: საქართველოს გაეროს ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)