კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა (CENN) ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური სერვისების სასწავლო ტურს უმასპინძლა.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სასწავლო ვიზიტის ადგილობრივი პარტნიორი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იყო.
წყარო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)