en
ge

ონლაინ სასწავლო კურსზე – "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის" – სწავლება დაიწო

ონლაინ სასწავლო კურსზე – "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის" – სწავლება დაიწო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“ სწავლება დაიწყო.

154 მონაწილემ გამოთქვა კურსის გავლის სურვილი, ამ ეტაპზე 93 მონაწილე ჩარიცხა. კურსის მსმენელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები არიან.

კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები. ისწავლონ სხვადასხვა ინოვაციური პლატფორმების საშუალებით ინფორმაციის გადამოწმება, ასევე დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება. 

სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და 25 დეკემბერს დასრულდება. პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გაიმართა 7 ნოემბერს და სასწავლო პროცესის მიმოხილვას დაეთმო. სასწავლო კურსი „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის„ განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ონლაინ პლატფორმაზე – http://e-learning.ge.

 აღნიშნული კურსზე სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)