არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე – „კლიმატის ცვლილება და ქმედებების საჭიროება ადგილობრივ დონეზე“.
შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცრება და განხილვა.
სამუშაო შეხვედრები 27 ნოემბერს გურიაში, ხოლო 28 ნოემბერს – სამეგრელო ზემო-სვანეთში გაიმართება. სამუშაო შეხვედრა, პროექტის „სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში ჩატარდება.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ფედერალური მთავრობის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: მწვანე ალტერნატივა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)