გურია.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, 10 ნოემბერს, გაიმართა „ღია კარის დღე – მოქალაქეთა მონაწილეობა და თვითმმართველობა“.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში რა გზები, ინსტრუმენტები არსებობს, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ მართვაში. ასევე, როგორია ამ კუთხით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამკვიდრებული პრაქტიკა.
შეხვედრისას, „ბიუჯეტისა და მონაწილეობის“, „ახალგაზრდობის მონაწილეობის“ თემატიკის ფარგლებში, შეუშავდა რეკომენდაციები, რომელიც მიეწოდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)