თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აგრძელებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს.
ამჯერად ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, ირაკლი კვანჭახაძის ქოონებრივი დეკლარაციის მდგომარეობის შესახებ.
„ირაკლი კვანჭახაძემ, 2023 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ მიუთითა სამეწარმეო საქმიანობა, უძრავი ქონებები და ხელფასი“, აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. გამჭვირვალობა საქართველო მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს „შეისწავლოს ირაკლი კვანჭახაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)