გურია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, პროექტის “მწვანე გურია“ ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის LAG-ების წევრები ადგილობრივი განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას იწყებენ.
გურიის LAG-ის წევრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე.
განვითარების სტრატეგიის შემუშავების პირველ სამუშო შეხვედრაზე LAG-ის წევრების მიერ პრიორიტეტულ თემად სოფლის მეურნეობა და მისი დარგების განვითარების პერსპექტივები განისაზღვრა. სამუშაო შეხვედრაზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტის LAG-ის წევრებმა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ იმსჯელეს და თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა SWOT ანალიზიც.
წყარო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)