en
ge

საგრანტო კონკურსის შესახებ შეხვედრების ციკლი რეგიონებში

საგრანტო კონკურსის შესახებ შეხვედრების ციკლი რეგიონებში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დაასრულა საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ციკლი, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და კონსულტირება.

საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობისა და ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა, ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის გზით.

შეხვედრებზე, ასევე, წარდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, სულ ახლახანს გამოქვეყნებული პუბლიკაცია – საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების დამხმარე სახელმძღვანელო. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სახელმძღვანელოში განხილული საკითხების გამოყენება და გათვალისწინება შეუძლიათ საპროექტო განაცხადის მომზადებისას.

შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, გორში, ახალციხეში, მარნეულში, თელავში, თბილისში, პლატფორმა Zoom–ის საშუალებით, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ შეხვედრები ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023