თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ იწყებს ვიდეო ბლოგების გამოქვეყნებას.
პირველი ვიდეო მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთობას ეხება.
კერძოდ, როგორ უნდა დავამყაროთ მასწავლებლებთან და სკოლის დირექციასთან ჯანსაღი ურთიერთობა?რა შემთხვევაშია სასარგებლო მშობელსა და მასწავლებელს შორის სატელეფონო საუბარი და როგორ შეიძლება იყოს ის მაქსიმალურად ეფექტური? რა ძალა და მნიშვნელობა აქვს მასწავლებელთან პირისპირ შეხვედრას? რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ მშობელთა კრებაზე? რა არის წერითი კომუნიკაციის გასათვალისწინებელი სპეციფიკა - ჩათებსა თუ დახურულ ჯგუფებში მიმოწერის მახასიათებლები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ. ვიდეობლოგების სერია მომზადებულია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
წყარო: მშობლები განათლებისთვის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)