16–17 ნოემბერს, სათემო ლიდერთა ფორუმი 2023 გაიმართება.
ფორუმი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სათემო ორგანიზაციების ინფორმირების, განვითარების და საინტერესო პარტნიორობის დაწყების პლატფორმად.
წლევანდელ ფორუმზე:მოისმენთ სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის გამოცდილებას, გაეცნობით პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საინტერესო და გამორჩეულ სათემო პროექტებს და ინიციატივებს, გახდებით 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოვების პროცესის მონაწილე, დაესწრებით ერთობლივ და პარალელურ ინტერაქტიულ სესიებს მნიშვნელოვან თემებზე.
სათემო ლიდერთა ფორუმი იმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. წლევანდელი ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან: ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“, გაეროს განვითარების პროგრამა, ნორვეგია და ბირმინგემის უნივერსიტეტი.
წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)