შიდა ქართლი. 5 ივნისს, საზოგადოება „ბილიკში" გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „თანამედროვე მოზარდი, პრობლემები და მათი მოგვარების გზები". შეხვედრაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგები, პედაგოგები, აღსაზრდელთა მშობლები და საჯარო სკოლების მასწავლებლები. მრგვალი მაგიდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში