იმერეთი.ორგანიზაცია „თაობათა დიალოგმა“ ევროპის სოლიდარობის კორპუსის აკრედიტაცია მიიღო. ევროპული სოლიდარობის კორპუსის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში 2027 წლამდე „თაობათა დიალოგს“ შესაძლებლობა ექნება მიიღოს ერთდროულად 4 გრძელვადიანი და 4 მოკლევადიანი მოხალისე.
ასევე უფლება მიიღო ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრისთვის "Game Zone" (რომლის პროგრამულ უზუნველყოფასაც ორგანიზაცია ახორციელებს) მიიღოს 2 გრძელვადიანი და 2 მოკლევადიანი მოხალისე.
წყარო: თაობათა დიალოგი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)